myteen



საიტი გაუქმებულია!




ინტერნეტმამა(ძალიან თბილი ამბავი)


ბავშვობის ზღაპარი რეალობად იქცა… 

"ახლა ვიცი, რომ სიყვარული ადამიანივით კვდება… მე სიყვარული მომიკვდა…” 
Tumblr_lfwcsobod31qe3mlko1_500_large
უჭირდა ლიზის იმის დაჯერება, რომ მძიმე პერიოდში მიატოვეს.…თანაც ვინ? უსაყვარლესმა ადამიანმა, ურომლისოდაც ვერ წარმოედგინა ერთი დღეც… ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ვერ ხვდებოდა, რატომ გაუცივდა გული გიგის. ურეკავდა და კითხვაზე პასუხს სთხოვდა. ერთ მშვენიერ დღეს თავგაბეზრებულმა ბიჭმა მიახალა, – ძალიან გაუბრალოვდა ჩვენი ურთიერთობა, მიუწვდომელი და ყველასგან განსხვავებული მეგონე, მაგრამ შენც ჩვეულებრივი გოგო ყოფილხარ, ამიტომ სჯობს, დავშორდეთო… მიხვდა ლიზი, გიგის აღარ უყვარდა… 
Tumblr_m2ft9snxq81r2upwko1_500_large
ლიზი სამი თვის ორსული დარჩა. კარგა ხანს უმალავდა მშობლებს "თავის სირცხვილს”… არ ეგონა, ასე თუ დაუდგებოდნენ გვერდით ახლობლები. გიგის სახელს სამუდამოდ ქვა და ლოდი მიაყარეს… 
გავიდა წლები. ნინიმ მამა პირველად მაშინ მოიკითხა, როცა ბაღში მიიყვანეს, – ბავშვებს მამიკოებიც აკითხავდნენ. ჩემი მამიკო რატომ არ მოდისო? – ჰკითხა ერთხელ მის წასაყვანად მისულ ბებოს. იმ დღეს გადაწყვიტეს, გოგონას გული რომ არ სტკენოდა, ლამაზი ზღაპარი შეეთხზათ… ამ ზღაპარს ნინი დიდი აღტაცებით უამბობდა თანატოლებს: – ჩემი მამიკო გემის კაპიტანია, დიდ ზღვებში დაცურავს და ვეშაპებს იჭერს… მალე ჩამოვა და უამრავ საჩუქარს ჩამომიტანს… დიდი რომ გავიზრდები, მეც წამიყვანს და სულ ერთად ვიქნებითო… 
Tumblr_lmzyo5fgmn1qf30d7o1_500_large
ნინი გაიზარდა და მიხვდა, რომ მის ზღაპარს კეთილი დასასრული არ ჰქონდა… ძალიან დაღონდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. კარგად სწავლობდა, მეგობრებიც ჰყავდა, მაგრამ სულ დარდიანად იყო… 
ერთ მშვენიერ დღეს აუდიტორიაში ახალი ლექტორი შევიდა. ნინი უკვე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორეკურსელი გახლდათ. ლექტორი სანდომიანი ახალგაზრდა ქალი იყო. სტუდენტთა სია ამოიკითხა. ნინიც წარუდგა. ლექტორმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა. მერეც, ლექციის მსვლელობისას, ხშირად გააპარებდა თვალს ნინისკენ. ჩუმი თვალთვალი ცოტა ხანს გაგრძელდა, მერე კი თავისთან იხმო გოგონა: 
Tumblr_m316a1tavq1rn4hkjo1_1280_large
- დედაშენს ლიზი ჰქვია, არა? – თვალმოუშორებლად ჰკითხა. 
- დიახ, – მიუგო ნინიმ და იგრძნო, რაღაც ახალი, მისთვის ძალიან საინტერესო უნდა გაეგო. 
- შენ დედის გვარზე ხარ, ხომ ასეა? 
გოგონამ თავი დაუქნია. გული ისე უცემდა, ეგონა, სადაცაა, ბუდიდან ამოხტებაო… 
ქალმა გოგონა მიიზიდა და გულში ჩაიკრა. ნინიმ ისეთი რამ მოისმინა ლექტორისგან, თავი სიზმარში ეგონა: 
- კარგად ვიცნობდი დედაშენს. ძალიან მინდოდა ჩემი რძალი გამხდარიყო. გიგი ჩემი ძმაა. გვეგონა, მალე იქორწინებდნენ, მაგრამ… დღემდე არ ვიცი, რა მოხდა… ძალიან განვიცადეთ მეც და ჩემმა მშობლებმა მათი დაშორება. ვცადე ლიზისგან გამეგო მიზეზი, მაგრამ თავი შორს დაიჭირა… მივხვდი, არავინ უნდოდა, ვინც გიგისთან დააკავშირებდა… გიგი ლიზისთან დაშორების შემდეგ მალევე წავიდა საქართველოდან. რუსეთში ცხოვრობს. მე და ჩემს ძმას ბოლო დროს ხშირად გვქონია შენზე საუბარი, ძალიან უნდა შენი გაცნობა. მოგცემ მისი "სკაიპის” მისამართს და დაელაპარაკე… 
Tumblr_mbjh0mywp61qfm87to1_500_large
ბავშვობის "ზღაპარი” თუ გაგრძელდებოდა, ვერ იფიქრებდა ნინი. ისიც არ იცოდა, გახარებოდა თუ სწყენოდა გაუჩინარებული მამის გამოჩენა. გადაწყვიტა, მამას დალაპარაკებოდა, მაგრამ ამის შესახებ დედისთვის არაფერი ეთქვა. იმავე საღამოს მოძებნა ინტერნეტით მამა. თვალებს ვერ უჯერებდა, იმდენი რამ "დაიჭირა” თავისი – თვალის ფერი, სახის მოყვანილობა, ღიმილიც კი მამისა ჰქონდა… გიგი სიხარულს ვერ მალავდა, რომ 20 წლის გოგონა ჰყავდა, თანაც ასეთი…ლამაზი და წარმატებული. იმაზე, თუ რატომ მიატოვა ლიზი, სიტყვაც არ უთქვამთ. ნინი ისე ელაპარაკებოდა ინტერნეტმამას, თითქოს, სულ ცოტა ხნის წინ დაშორდაო. 
გოგონას გახალისება და ბედნიერი თვალები მაშინვე შეამჩნიეს დედამ და ბებიამ. ლიზის ოჯახი ჰყავდა, მეორე გოგონა ნინიზე 11 წლით უმცროსი იყო. ბედს არ ემდუროდა. ვაჟა კარგი ადამიანი გამოდგა, ნინის ღვიძლი შვილისგან არ ასხვავებდა… ერთი თვის მერე გოგონა დედას გამოუტყდა, – მამა ვიპოვეო… ლიზი ნინის ნაამბობს მშვიდად შეხვდა. შვილს უთხრა: – არ მეწყინება, თუკი მამაშენთან ურთიერთობას გააგრძელებ. რასაც გული გიკარნახებს, ისე მოიქეციო. 
125553176_large
დედას კარგად იცნობდა ნინი. ისიც იცოდა, ამ სიტყვების თქმა რა ძნელი იყო მისთვის, რადგან სრულიად შემთხვევით, რამდენიმე წლის წინ დედის ჩანაწერები ჩაუვარდა ხელში: "თურმე მირაჟი ყოფილა ჩემი და გიგის სიყვარული. არ უნდა მიმეცა მეტისმეტის უფლება და მაშინ ვიქნებოდი კვლავ საოცნებო და მიუწვდომელი მისთვის… მჯეროდა, რომ საყვარელი ადამიანი არ მომატყუებდა, უფრო სწორად, როგორც გიგი ამბობდა, არ გახუნდებოდა ეს სიყვარული.…გახუნდა და მეტიც… ახლა ვიცი, რომ სიყვარული ადამიანივით კვდება… მე სიყვარული მომიკვდა…” 
ნინის თბილად დახვდნენ მოსკოვში მამა და აქამდე უცნობი და-ძმა. ორი კვირა დარჩა მათთან. მან დედისგან უჩუმრად ჩანაწერები წაიღო და მხოლოდ წამოსვლის წინ უთხრა მამას: – არ ვიცი, რატომ ქრება ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც თქვენი იყო, მაგრამ მინდა, ეს ჩანაწერები გქონდეს, რადგან რაც აქ წერია, მხოლოდ შენ გეხებაო… გიგიმ, პირველად სიცოცხლეში, იტირა. არავინ იცის, მისი ცრემლები ასაკის ბრალი იყო, თუ გულწრფელი სინანულისა…
Tumblr_m7157xmyhq1qjixh3o1_500_large


                                                                 დაამოწმა და გაალამაზა eElL♥BeliEbeR™-მა.<3



სულ კომენტარები: 4
♥AniBelieber♥   (2012-11-19.ორშაბათი - 3:50 PM)                   
0  
cry cry cry მმაგარიი ისიიტოორიააა ყოჩააღრ მომეოწნაა :*

BeliEber   (2012-11-18.კვირა - 12:40 PM)                   
0  
ძალიანნ მომეწონაა : ((

eElL♥BeliEbeR™   (2012-11-17.შაბათი - 3:21 PM)                   
0  
ვაიმეე ძაან მაგარიი ისტოორიიაა იიყოო (( ამეეტირაა კინაღამ. ნუ კინაღამ არ ითვლება მარა მაინც biggrin biggrin

SooFo♥   (2012-11-17.შაბათი - 3:21 PM)                   
0  
ვაუ რა მაგარი იყო ძაან მომეწონა cry cry cry sad sad

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6561
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5879
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3882
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3763
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3717
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3534
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3164
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3076
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 3001
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2875
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012