|
დედა შენით თენდება, შენით ღამდება, ჩემო ძვირფასო დედა! გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე მე თუ ვაქციე ცრემლად დედა შვილისთვის ყველაფერია, შვილი დედისთვის-სევდა, ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი, განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ. გკოცნი, გეხვევი, გეალერსები, თვალ-სევდიანი რომ ხარ, შეცდომებს აღარ გავიმეორებ თუკი მეორედ მოვალ. უცებ ბავშვივით გადავიქცევი როცა მომაპყრობ მზერას, წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც ბავშვის თვალებით ვხედავ. იმედიანი დღე ხვალინდელი ვინ გამითენოს ნეტავ? ქვეყნად ორია ჩემი მშველელი მაღლა-ღმერთი, აქ-დედა.
*** ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია. დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. ვით უკდავება, დედა ერთია, და ქვეყანაზე ომის დაწყება ეგ იგივეა - დედას ესვრიან. ახალს ლანდივით შორდება ძველი, ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან, არ გაჩენილა დედის შემცვლელი, - სილამაზე და დედა ერთია. დედა ერთია ვით სინანული, ვით სისპეტაკე, დედა ერთია, სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა მხოლოდ დედას თუ გაუბედნია. დედამ დათესა ეგ სილამაზე, დასაბამიდან რასაც ეტრფიან, ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია.
|
|
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |
მენიუ |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
გამოკითხვა |
|
|
|
Top სიახლეები |
|
|
|
Top მომხმარებლები |
|
|
|
|
|
|