myteen



საიტი გაუქმებულია!




დამარხული ქალაქი


ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს დიდი უბედურება დატრიალდა…დღე ჩვეულებრივ დაიწყო, პომპეის და ჰერკულანუმის მცხოვრებლები ჩვეულ საქმიანობას მისდევდნენ, როდესაც ცაზე გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, ეს ყველაფერი დაახლოებით დღის 1 საათზე მოხდა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვრები, ცაზე რამოდენიმე წუთში ჩამობნელდა, ფერფლმა მოიცვა მთელი ქალაქი, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ციდან 6 კილოგრამიანი ქვები ცვიოდა…. ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელი გახდა, რამოდენიმე წამში მთელ ქალაქი კვამლმა შთანთქა… მოსახლეობის უმეტესობამ თავი სახლის სარდაფებს შეაფარა და სწორედ ამან გამოიწვია უმეტესი მათგანის დაღუპვა, მათმა დაუდევრობამ 2000 პომპეელის სიცოცხლე შეიწირა, ვულკანური წვიმა 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, პომპეი ფერფლის 15 მეტრიანმა ფენამ დაფარა. აქ იყო პომპეის აღსასრული….მას შემდეგ პომპეის თავზე მზე არავის უნახავს…. სულ სხვანაირად მიმდინარეობდა კატასტროფა ჰერკულანუმში. იგი ვეზუვის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალებიდან წამოსულმა სქელმა,წებოვანმა ტალახმა დაფარა,რომელიც შექმნა ზღვის წყალმა,ფერფლმა და პატარა ქვებმა. ჰერკულანუმი გაქრა ტალახის 15 მეტრიან ფენაში,რომელიც მზის მცხუნვარე სხივებმა ქვასავით გაამაგრა. პომპეელებისგან განსხვავებით ჰერკულანუმის მოსახლეობა დროზე მიხვდა თუ რა საფრთხე მოელოდათ და გაქცევით უშველეს თავს. შუა საუკუნეებში პომპეი და ჰერკულანუმი უკვე აღარავის ახსოვდა. ჰერკულანუმის ადგილზე გაშენდა სოფელი რესინა. 1710 წელს ამ სოფლის ერთი გლეხი თავის ჭას აღრმავებდა და წააწყდა მარმარილოს ფილას და სვეტებს, რომლებიც მაშინვე კალატოზებს მიჰყიდა. მაშინ აზრადაც არავის მოსვლია,რომ აღმოჩენილი იქნა ჰერკულანუმი. 1738 წელს 20 მეტრზე ჩაღრმავების შემდეგ, განძის მაძიებლებმა ჰერკულანუმის ამფითეატრი აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ უფრო ფართო ძიებისკენ უბიძგა მკვლევარებს. 1755 წელს ნეაპოლში დაარსდა "ჰერკულანუმის აკადემია”, რომელმაც მიზნად დაისახა სისტემატიური გათხრები და ნაპოვნი ნივთების მეცნიერული დამუშავება. უცნაურად მოხდა პომპეის აღმოჩენაც. უკვე XVI საუკუნეში ცნობილი იყო,რომ ცივიტას ბორცვის ქვეშ იმალება რომელიღაც ქალაქის ნანგრევები. 1594 წელს იტალიელ ინჟინერს დომენიკო ფონტანას დაავალეს მიწისქვეშა აქვედუკის აგება. იგი უცნობ ნანგრევებს წააწყდა,რომელიც როგორც შემდეგ დადგინდა პომპეის ეკუთვნოდა. ქალაქები ხელუხლებლადაა შემონახული, თითქოს მათთვის დროის მსვლელობა გაჩერდა. მსგავსი მაშტაბის აღმოჩენა კულტურის ისტორიას არ ახსოვს. სახლები, ქუჩები,ადამიანთა გვამები სწორედ იმ მდგომარეობაში იყო გაჩერებული,როგორც პირველ საუკუნეში, ასე განადგურდა ორი ქალაქი ვულკანის ვეზუვის გამოღვიძების შემდეგ და ბოლოს რამოდენიმე სურათი დამარხული ქალაქიდან….




სულ კომენტარები: 4
directioner-1   (2012-11-24.შაბათი - 8:53 AM)                   
0  
მაგარიიაა biggrin happy dry

♥AniBelieber♥   (2012-11-19.ორშაბათი - 3:45 PM)                   
0  
ძაალიანნ საიიინტერეესოააააა wink wink

BeliEber   (2012-11-18.კვირა - 12:35 PM)                   
0  
ძალიანნ საინტერესოააააააააააააააა

eElL♥BeliEbeR™   (2012-11-17.შაბათი - 6:26 PM)                   
0  
ვააუუ ძაან საინტერეესოო იიყოო.. გააგრრრძეელეე ))) :***

კომენტარის დამატება გათიშულია!


მენიუ

რეკლამა

ძებნა

გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 134

Top სიახლეები
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 6559
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • სასკოლო ჩანთებ...
  • ნანახია: 5874
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-09-05
  • RIHHANA PICS
  • ნანახია: 3877
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-08
  • ♥Dogs♥
  • ნანახია: 3761
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: ann-miley
  • თარიღი: 2012-05-24
  • Tom And Jerry ...
  • ნანახია: 3717
  • კომენტარები: 3
  • ავტორი: tamuna
  • თარიღი: 2012-05-30
  • ჩემი საყვარელი...
  • ნანახია: 3534
  • კომენტარები: 8
  • ავტორი: SooFo♥
  • თარიღი: 2012-07-14
  • I Carly / აი ქ...
  • ნანახია: 3163
  • კომენტარები: 2
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-06-22
  • FaceBook Cover...
  • ნანახია: 3076
  • კომენტარები: 5
  • ავტორი: ♥AniBelieber♥
  • თარიღი: 2012-10-27
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2995
  • კომენტარები: 6
  • ავტორი: Mari♥
  • თარიღი: 2012-09-02
  • ჩემი საკონკურს...
  • ნანახია: 2871
  • კომენტარები: 4
  • ავტორი: TeoNa♥
  • თარიღი: 2012-09-02

  • Top მომხმარებლები
  • ლოგინი: BeliEber
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 1145
  • ლოგინი: ♥AniBelieber♥
  • სიახლეები: 315
  • კომენტარები: 1320
  • ლოგინი: SooFo♥
  • სიახლეები: 202
  • კომენტარები: 367
  • ლოგინი: Mari♥
  • სიახლეები: 190
  • კომენტარები: 240
  • ლოგინი: eElL♥BeliEbeR™
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 210
  • ლოგინი: marikuna1
  • სიახლეები: 59
  • კომენტარები: 114
  • ლოგინი: tamta
  • სიახლეები: 55
  • კომენტარები: 53
  • ლოგინი: tamuna
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 216
  • ლოგინი: TeoNa♥
  • სიახლეები: 39
  • კომენტარები: 323
  • ლოგინი: ann-miley
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 64

  • ონლაინშია :
    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0

    საიტზეა :
      არავინ

    დღეს შემოვიდნენ :
    მთვლელები :
     
    www.wsa.ge






    საავტორო უფლება დაცულია
    © 2012